weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

როგორც კი დამიძახებთ, იმ წამსვე გავჩნდები საქართველოში – სააკაშვილი

16:36 კვირა, 02 დეკემბერი 2018

„როგორც კი დამიძახებთ, იმ წამსვე ფიზიკურად გავჩნდები თქვენს გვერდით“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე Skype-ით ჩაერთო.

სააკაშვილმა ოპოზიციის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მათი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება საქართველოში ოლიგარქის ხელისუფლების შეცვლით.

„ჩვენ ადრე ვლაპარაკობდით შესაძლო კატასტროფაზე. კატასტროფა უკვე დადგა, ვინაიდან საქართველოში არჩევნების ინსტიტუტი გაუქმდა. არჩევნების გაუქმების შემდეგ, მათ ისევ უკან შემოაბრუნეს ნარკოტიკების თემა, აღარ აპირებენ საბანკო კრედიტების გაუქმებას, იმიტომ, რომ ჰგონიათ ქართველი ხალხი ყველაფერს გადაყლაპავს და მოითმენს. დღეს მათ ეს ილუზია უკვე გაუქრათ. ჩვენ აღარაფერს აღარ მოვითმენთ და აღარაფერს აღარ გადავყლაპავთ. მათ ეგონათ, რომ ხალხი აღარ იბრძოლებს და დღეს ჩვენ მათ დავანახებთ, რომ ვიბრძოლებთ მშვიდობიანად, დამაჯერებლად, ღიმილით, მშვიდად, თავაწეული, მაგრამ არასდროს ჩამოვუშვებთ ხელებს. არასდროს შევურიგდებით უსამართლობას. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება სრული გამარჯვებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც პარლამენტის შენობის წინ დგას და მზად არის მაშინვე დაბრუნდეს საქართველოში, როგორც კი მას ხალხი დაუძახებს.

„როგორც კი თქვენ დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამსვე ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდით, გავჩნდები ლიდერების გვერდით, გავჩნდები ჩვენი ახალგაზრდობის გვერდით, გავჩნდები საქართველოში, იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავდოთ თითო აგური ჩვენს გამარჯვებაში. იმიტომ, რომ მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დავნებდე ამ უსამართლობას. მირჩევნია გავქრე, ვიდრე ვუყურებდე ჩემი სამშობლოს განადგურებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ მართავს. აქციაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]