weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გრიგოლ ვაშაძე რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას გეგმავს

10:40 ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ვაშაძის თქმით, ის კვლავ აპირებს რეგიონების შემოვლას და მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას.

„მე ვიწყებ 50 ათასი კილომეტრის მეორე ნაწილს. ანუ კვლავ საქართველოს შემოვლას ვიწყებ“, – აღნიშნა ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „კვირის აქცენტები“.

მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანი პლატფორმის შესამუშავებლად პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგს იწყებს. როგორც ვაშაძემ განაცხადა, პარტიები ერთმანეთს გვერდში მხოლოდ მიტინგებზე არ უნდა ედგნენ.

„უღრმესი მადლობა „რესპუბლიკურ პარტიას“, „ლეიბორისტულ პარტიას“ და „ევროპული საქართველოს“ იმ ლიდერებს, ვინც დღეს მიტინგზე იდგნენ და მხარდაჭერა გამოხატეს. ეხლა უნდა დავსხდეთ და დავიწყოთ შინაარსობრივი სამუშაო. 16 დეკემბერს გამოვლენ თუ არა ჩვენი ოპონენტები მოლაპარაკებებზე, შინაარსობრივი სამუშაო გასაკეთებელია. სამოქალაქო საზოგადოება არის ამაში ჩასართველი. მივმართავ სამოქალაქო საზოგადოებას შემდეგი თხოვნით, რომ მათ იკისრონ ეს ინიციატივა, რომ არავის ეთაკილოს ვიღაცის მოწვევაზე პასუხის მიცემა. სამოქალაქო საზოგადოება ობიექტური დამკვირვებელია და ყველა სიამოვნებით მივიღებთ მათ მოწვევას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გუშინ, რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსასვლელად სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რისთვისაც ვადა 16 დეკემბრამდე მისცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]