weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება – ირაკლი კობახიძე

12:38 ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018

„შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია“, – უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

კობახიძე რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ფაქტობრივად, ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არჩევნების წაგების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად ექნებოდა დესტაბილიზაციის მცდელობა, თუმცა გუშინ გამოჩნდა ის, რასაც ვამბობდით, რომ მათ ამის რესურსი ნამდვილად არ აქვთ. ფაქტობრივად არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენს პროცესებში რაიმე დესტაბილიზაციის შეტანას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მათ მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. გუშინ, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოს მართვისთვის პოლიტიკური მანდატი და ნდობა აღარ აქვს. მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც საარჩევნო სისტემის შეცვლაა საჭირო.  გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად“ სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რისთვისაც ვადა 16 დეკემბრამდე მისცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]