„გილოცავთ, ქალბატონო სალომე და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას ჩვენი ქვეყნის და სამშობლოს სასიკეთოდ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„მეც ვარ ძალიან მადლობელი, რომ ასე სწრაფად შედგა ჩვენი შეხვედრა. მემგონი, ძალიან სწორია, რომ ასეთი ფორმით იყოს გადაბარება, სტაბილურ და დემოკრატიულ ფორმებში, როგორც ამ ქვეყანას შეეფერება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა პირისპირ შეხვედრისას უფლებამოსილების გადაბარების პროცესზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრეს. შეხვედრის პირველ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და სალომე ზურაბიშვილის მომავალი გუნდის წევრი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ, რის შემდეგაც გიორგი აბაშიშვილმა და ლაშა ჟვანიამ პირისპირ შეხვედრა გამართეს.