weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს – აბაშიშვილი

18:37 ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან დიალოგის გამართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან მათ მიერ, ანუ ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხების ირგვლივ და თავად პრეზიდენტი მზად არის, როგორც პოლიტიკურად, ისე ინსტიტუციურად ჩაერთოს ამ პროცესში“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. გუშინ, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოს მართვისთვის პოლიტიკური მანდატი და ნდობა აღარ აქვს. მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც საარჩევნო სისტემის შეცვლაა საჭირო. გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად“ სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რისთვისაც ვადა 16 დეკემბრამდე მისცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]