„საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან მათ მიერ, ანუ ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხების ირგვლივ და თავად პრეზიდენტი მზად არის, როგორც პოლიტიკურად, ისე ინსტიტუციურად ჩაერთოს ამ პროცესში“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. გუშინ, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოს მართვისთვის პოლიტიკური მანდატი და ნდობა აღარ აქვს. მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც საარჩევნო სისტემის შეცვლაა საჭირო. გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად“ სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რისთვისაც ვადა 16 დეკემბრამდე მისცა.