weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უქმდება – ბიუჯეტის პროექტი

11:47 სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018

პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც 2018 წელს 5 მილიონ ლარს შეადგენდა, მთლიანად უქმდება.

ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში, სარეზერვო ფონდის გასწვრივ ხარჯებში 0 ლარია მითითებული, მაშინ, როდესაც პროექტის პირველად ვარიანტში კვლავ 5 მილიონი იყო განსაზღვრული.

ამასთან, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება და 9 800 000 ლარის ნაცვლად 6 000 000 ლარს შეადგენს.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სარეზერვო ფონდის უმთავრესი მიზანია საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობა. სარეზერვო ფონდის 2018 წლის პრიორიტეტები იყო: სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით; სამოქალაქო ორგანიზაციების ინსტიტუციური მხარდაჭერა; საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარება; ინოვაციური და სამეწარმეო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა; საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის გაღრმავება; ბავშვთა და ადამიანის უფლებების დაცვა; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება; კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]