weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, ზურაბიშვილს მივულოცავ დაბადების დღეს - ვაშაძე

15:17 სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018
ფოტო: Reuters ფოტო: Reuters

„სალომე ზურაბიშვილს დიდი სიამოვნებით მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილიშვილების გაჩენას, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვას.

„ჩატარდა კრიმინალური ტერორის და მასთან შეზრდილი კორუმპირებული ბიუროკრატიის და ოლიგარქის სპეცოპერაცია. ტოტალური გაყალბებით და ზეწოლით. შესაბამისად,

ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ ჩატარებულად და არასოდეს არ ვაღიარებთ შედეგებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი. პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს.

ამიტომ პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ, მაგრამ მის მოქლაქეობრივ უფლებას თუ საჭიროა დავიცავ“, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგადაც მოქალაქეებმა 6 წლის ვადით ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს, 28 ნოემბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52 % (1 147 627 ხმა) მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.48 % (780 633 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]