weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზურაბიშვილის ინაუგურაცია შესაძლოა თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართოს

16:48 სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება. თავად ზურაბიშვილი ცერემონიის ადგილს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ დღეს ან ხვალ გაიმართება ბრიფინგი, სადაც ამ საკითხზე დეტალები გახდება ცნობილი.

„რეგინფოსთან“ თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის თელავში შესაძლო გამართვის შესახებ ტელევიზიით შეიტყო. იგივეს ამბობს, თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი. მისი თქმით, ინაუგურაციის თაობაზე მისთვის არავის უცნობებია და შესაბამისად, მოსამზადებელი სამუშაოებიც არ არის დაწყებული.

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილმა N17 თელავის საარჩევნო ოლქში არჩევნები წააგო. ცესკოს მონაცემებით, აქ მან ამომრჩეველთა ხმების 48.81% (15 868 ხმა) აიღო, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 51.19% (16 644 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]