weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, მერი შვებულებაში გავიდა

17:12 სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018
ფოტოზე ქუთაისის მერი ფოტოზე ქუთაისის მერი

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. ადგილობრივი გამოცემა ქუთაისი პოსტის ინფორმაციით, დაუდასტურებელი ცნობით, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერას აპირებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, რომელიც დღეს ხუთდღიან შვებულებაში გავიდა.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია პოლიტიკური ნიშნით ჩატარდება. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით გოგისვანიძის თქმით, მერიაში არსებობს ე.წ. შავი სია, რომელშიც ის ადამიანები შედიან, ვისაც წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

„ქუთაისის მერია იწყებს მორიგ სადამსჯელო ოპერაციას იმ თანამშრომლებისა და ჩინოვნიკების მიმართ, ვინც მონაწილეობა არ მიიღო სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში და პირიქით, აპირებენ წაახალისონ ისინი, ვინც კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული“, – განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

„ქუთაისი პოსტის“ ცნობით, „ევროპული საქართველოს“ განცხადებამდე, რეორგანიზაციის დაწყება ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატმა ალეკო ახალაძემ მოითხოვა. როგორც მან განაცხადა, მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ააიპ-ებში „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი მხარდამჭერია, რაც გუნდის მუშაობას შეუშლის ხელს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლება მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]