weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში იგეგმება – კახეთის გუბერნატორი

11:28 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018

კახეთის გუბერნატორის განცხადებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, ამ საკითხზე მთავრობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მსჯელობენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ვადასტურებ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში იგეგმება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და არც მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, სად ჩატარდება ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგადაც მოქალაქეებმა 6 წლის ვადით ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს, 28 ნოემბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52 % (1 147 701 ხმა) მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.48 % (780 680 ხმა). აღსანიშნავია, რომ თელავის საარჩევნო ოლქში ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]