„რაც შეეხება ზოგადად საკადრო თემას, მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი. რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმს თუ ახლავს ერთგულება, ძალიან კარგია. თუ საკადრო ცვლილებებია საჭირო, აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ხედავთ, რომ გარკვეული მიმართულებებით პრობლემებია. ამას ხედავს საზოგადოება. ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც შემობრუნდა. ცხადია, რომ ცვლელებები იქნება. ეს უნდა მოხდეს, თუ გვინდა, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სააგენტო „პირველი რადიოს“ ინფორმაციით, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, შესაძლოა თავდაცვის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა თანამდებობა დატოვონ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას იმერეთის გუბერნატორი, გენერალი შავლეგო ტაბატაძე შეცვლის.