weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი – კალაძე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ადასტურებს

12:27 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ადასტურებს, რომ სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება. ამ თემაზე მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. როგორც კალაძემ თქვა, გარკვეული მიმართულებებით პრობლემებია და ცხადია, რომ ცვლილებები იქნება.

„რაც შეეხება ზოგადად საკადრო თემას, მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი. რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმს თუ ახლავს ერთგულება, ძალიან კარგია. თუ საკადრო ცვლილებებია საჭირო, აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ხედავთ, რომ გარკვეული მიმართულებებით პრობლემებია. ამას ხედავს საზოგადოება. ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც შემობრუნდა. ცხადია, რომ ცვლელებები იქნება. ეს უნდა მოხდეს, თუ გვინდა, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სააგენტო „პირველი რადიოს“ ინფორმაციით, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, შესაძლოა თავდაცვის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა თანამდებობა დატოვონ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას იმერეთის გუბერნატორი, გენერალი შავლეგო ტაბატაძე შეცვლის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]