weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას არავინ აპირებდა, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ – ვაშაძე

14:30 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018
ფოტო: Pablo Gonzalez ფოტო: Pablo Gonzalez

ე.წ. ინაუგურაცია თუ უნდათ თბილისში ჩაატარონ, თუ უნდათ ზუგდიდში, ჩვენ არაფერი პრობლემა არ გვაქვს და არავინ აპირებდა მის ჩაშლას, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან თქვა, არ შეიძლება ჩაატარო ინაუგურაცია, როდესაც ქვეყანას კანონიერად არჩეული პრეზიდენტი არ ჰყავს.

„არაფერი პრობლემა არ გვაქვს. თუ უნდათ ჩაატარონ თბილისში, თუ უნდათ ზუგდიდში. სადაც უნდათ იქ ჩაატარონ. არავინ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება, როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია. ამიტომ, ეს შოუ სადაც უნდა იქ ჩაატარონ“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგადაც მოქალაქეებმა 6 წლის ვადით ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს, 28 ნოემბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 59.52 % (1 147 701 ხმა) მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.48 % (780 680 ხმა). გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]