weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ივანიშვილმა წააგო არჩევნები, ამას უნდა შეეგუოს – შალვა ნათელაშვილი

15:19 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018

„ივანიშვილმა წააგო არჩევნები და ის ამას უნდა შეეგუოს, სწორი დასკვნა გააკეთოს, გზასაცდენილ თანამებრძოლებსა და მონად გადაქცეულ მინისტრებს უთხრას, რომ არის დრო მოსვლის და არის დრო წასვლის“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ნათელაშვილმა თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაყალბდა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს არ გაუმარჯვია.

„არჩევნების გაყალბება მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაც შემოვარდეს და ყუთში ბიულეტენები ჩაყაროს. გაყალბებაა, როდესაც მოისყიდი შენს გამო უსუსურობაში, გაჭირვებასა და სიღატაკეში ჩაგდებულ ადამიანს, შენგან უფასო ფულის დაპირებით მოტყუებულ გულწრფელ ადამიანს. როცა ისარგებლებ მისი უმწეო მდგომარეობით და დაიწყებ ხახვის და კარტოფილის მიცემას.

ისევე არ არსებობს სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკურ ბუნებაში, როგორც ჯერ არის აღმოჩენილი სხვა კოსმოსური ცივილიზაცია.

ის ცივილიზაცია შეიძლება უფრო მალე აღმოაჩინონ, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი დაიმკვიდრებდეს დამოუკიდებელ პოლიტიკურ სტატუსს და ნიშას ქართულ სივრცეში“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დღეს შექმნილ საკონსულტაციო საბჭოზეც ისაუბრა. ნათელაშვილის თქმით, საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად, გაყალბებულად და უკანონოდ გამოაცხადა.

„პოლიტიკური პარტიების საკონსულტაციო საბჭო - პირველი შემთხვევაა ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში, ეროვნული მოძრაობის შემდეგ, როდესაც ერთმანეთთან შეუთავსებელი პოლიტიკური ძალები ერთ მაგიდასთან სხედან, საერთო მიზნებზე ცდილობენ შეთანხმებას და არ აკავშირებთ სხვა ვალდებულებები გარდა ქვეყნის მსახურობისა და ხალხის სიყვარულისა. ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტია, მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე ან შალვა ნათელაშვილი, რომლებიც კანდიდატები იყვნენ და შეიძლება, ვთქვათ, განაწყენებულნი იყვნენ შედეგებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების საკონსულტაციო საბჭო ვადამდელი საპარლამენტო არჩევენების ჩატარებას და საარჩევნო გარემოს გარდაქმნას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]