weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მიზეზი რატომაც თელავი ავირჩიე, არის ის, რომ თელავმა ხმა არ მომცა – ზურაბიშვილი

22:04 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018

„თელავმა არ მომცა ხმა, ეს არის ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი“, – განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის ჩატარების ადგილად თელავის არჩევასთან დაკავშირებით.

ზურაბიშვილის თქმით, რამდენიმე სცენარი განიხილებოდა, მაგრამ ინაუგურაციის თელავში ჩატარება მისი წინადადება იყო.

„ეს იმიტომ, რომ მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია იყო ამ თემაზე, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა ისინი განვითარდეს, რეგიონების გარეშე არ იქნება საქართველოს განვითარება და ვთვლი, რომ თელავი ძალიან სწორი არჩევანია.

მეორე მიზეზი რატომაც თელავზე გავაკეთე არჩევანი არის ის, რომ თელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, თუნდაც იმ ადამიანების, ვინც ხმა არ მომცეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილმა N17 თელავის საარჩევნო ოლქში არჩევნები წააგო. ცესკოს მონაცემებით, აქ მან ამომრჩეველთა ხმების 48.81% (15 868 ხმა) აიღო, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 51.19% (16 644 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]