weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეარხზე გადაცემას წაიყვანს

11:12 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების წინა პერიოდში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეარხზე ZIK გადაცემას „ჯოკრები. გზა პრეზიდენტობისკენ“ წაიყვანს. გადაცემა ეთერში 7 დეკემბრიდან ყოველ პარასკევს უკრაინის დროით 18:30 საათზე გავა.

ZIK-ის ინფორმაციით, ყოველ გადაცემაში საგამოძიებო ფილმის შემდეგ გაიმართება მსჯელობა საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკური გზის შესახებ. სტუდიაში ისაუბრებენ ფსიქოლოგები, ექსპერტები, გაანალიზდება აქტუალური სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები.

„მე ვიცი, რა თვისებები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, რათა მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას. ამასთან, წლებია საკმაოდ კარგად ვიცნობ უკრაინელ პოლიტიკოსებს. ამიტომ ტელეარხის ჟურნალისტებთან ერთად გადავწყვიტე განვაახლო უკრაინელების მეხსიერება იმისთვის, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სრულიად გააზრებული არჩევანი გააკეთონ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ტელეარხის ხელმძღვანელის, ოლგა მოვჩანის განცხადებით, გადაცემის წამყვანი კვლავ ჟურნალისტი, გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ რედაქტორი სევგილ მუსაევა უნდა ყოფილიყო, თუმცა მან უკრაინა დატოვა და აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.

„მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო ფსკერიდან ამოიყვანა და კარგად იცნობს უკრაინის პოლიტიკური ცხოვრების კულისებს. რა თქმა უნდა, ის არ არის ჩვეულებრივი წამყვანი. ეს არ არის ის ადამიანი, რომელიც ობიექტურ ჟურნალისტურ ტექსტს წაიკითხავს“, – განაცხადა ოლგა მოვჩანმა.

2017 წელს, ქვეყნიდან გაძევებამდე, მიხეილ სააკაშვილს ZIK-ზე გადაცემა „სხვა უკრაინა“ მიჰყავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]