„ეს იყო პირველი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან არჩევნების შემდეგ. მკითხა, როგორია პირველი გეგმები და მასაც ის ვუთხარი, რაც თქვენ გაგიმხილეთ ინაუგურაციის შესახებ. მკითხა, როგორ ვაპირებდი მუშაობას და რას ნიშნავდა ჩემთვის შერიგების პროცესი, რაც საზოგადოებასთან უნდა დაიწყოს. მესამე და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შეეხო საუბარი, იყო ის საერთო გეგმები, რაც შეიძლება არსებობდეს ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით. ძალიან ბევრი რამ არის, რაც შეიძლება, გაკეთდეს“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.
კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ეროვნული შერიგების შესახებ ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს.
„არჩვენების მეორე ტურის შემდეგ პირველად მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტს და პირადად მიმელოცა მისთვის. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ინაუგურაციაზე. განვიხილეთ სამომავლო გეგმები. დადებითად ვაფასებ იმ დაპირებებს, რომელიც მან გააჟღერა ეროვნული შერიგებისა და თანამშრომლობის შესახებ. ეს ის გზავნილებია, რომლებსაც ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ვაპირებ დავესწრო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას. ასევე ვიმედოვნებ, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც შედგება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.