weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ზურაბიშვილის გზავნილებს ეროვნული შერიგების შესახებ ევროკავშირი მხარს უჭერს – ჰარცელი

10:08 პარასკევი, 07 დეკემბერი 2018

საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირთან თანამშრომლობის თემაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ელჩი ასევე დაინტერესდა მისი გეგმებითა და საზოგადოების შერიგების პროცესთან დაკავშირებული ხედვით.

„ეს იყო პირველი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან არჩევნების შემდეგ. მკითხა, როგორია პირველი გეგმები და მასაც ის ვუთხარი, რაც თქვენ გაგიმხილეთ ინაუგურაციის შესახებ. მკითხა, როგორ ვაპირებდი მუშაობას და რას ნიშნავდა ჩემთვის შერიგების პროცესი, რაც საზოგადოებასთან უნდა დაიწყოს. მესამე და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შეეხო საუბარი, იყო ის საერთო გეგმები, რაც შეიძლება არსებობდეს ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით. ძალიან ბევრი რამ არის, რაც შეიძლება, გაკეთდეს“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.

კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ეროვნული შერიგების შესახებ ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს.

„არჩვენების მეორე ტურის შემდეგ პირველად მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტს და პირადად მიმელოცა მისთვის. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ინაუგურაციაზე. განვიხილეთ სამომავლო გეგმები. დადებითად ვაფასებ იმ დაპირებებს, რომელიც მან გააჟღერა ეროვნული შერიგებისა და თანამშრომლობის შესახებ. ეს ის გზავნილებია, რომლებსაც ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ვაპირებ დავესწრო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას. ასევე ვიმედოვნებ, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც შედგება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]