weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დეცენტრალიზაციის განხორციელება უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს – კობახიძე

11:07 პარასკევი, 07 დეკემბერი 2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების და დეცენტრალიზაციის იდეას აქტიურად დაუჭერს მხარს.

საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ აღნიშნა, რომ თვითმმართველობის უმთავრესი პრინციპი მოქალაქეთა ჩართულობაში მდგომარეობს.

„თვითმმართველობა არაფერია თუ არ არის უზრუნველყოფილი მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა. აქედან გამომდინარე ამ ჩართულობის მექანიზმების დახვეწას უდიდესი როლი უნდა დაეთმოს. დღეს პარლამენტი, მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს ასეთი ახალი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობისკენ იქნება მიმართული.

პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის აქტიური მხარდამჭერი“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში აისახა პირველი ნორმები ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ, 2017 წელს კი ეს გარანტიები კიდევ უფრო ქმედითი გახდა.

„დღევანდელ კონსტიტუციაში ასახული სუბსიდიარობის პრინციპი, ასახულია ყველა ის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება განვითარებული ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საკითხების კონსტიტუციის დონეზე მოწესრიგება არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები იმისათვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა განვითარდეს. ამისათვის არის საჭირო მკაფიო ხედვის არსებობა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის არსებობა და მოხარული ვარ, რომ ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს მთავრობა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში. უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს დეცენტრალიზაციის განხორციელება, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილების და მეტი რესურსების გადაცემას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]