weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

„გთავაზობთ გავაერთიანოთ ენერგია“ – ალეკო ელისაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა

12:50 პარასკევი, 07 დეკემბერი 2018

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა და დედაქალაქის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ალეკო ელისაშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა. ელისაშვილის განცხადებით, მოძრაობაში გაწევრიანება ყველა „პროფესიონალ და კეთილსინდისიერ“ ადამიანს შეუძლია.

„ვიღაც შეიძლება ჩემგან ელოდება ფრაზას, რომ დავიქუხებ და ვიტყვი, რომ მე, ალეკო ელისაშვილი, დღეიდან, ჩემს მძლეთა მძლე გუნდთან ერთად, ამოვაბრუნებ დედამიწას, მთას მთაზე შემოვტყორცნი, ვიღაცას დავიჭერ, ვიღაცას ერთ კვირაში ფულს ჩამოვატანინებ, ამ ფულს მერე ხალხს დავურიგებ და ვიცხოვრებთ ბედნიერად. ამ მხრივ იმედები უნდა გაგიცრუოთ, ვინაიდან ძალიან რთულ რამეს გთავაზობთ - გთავაზობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ავიღოთ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა.

ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ველოდებით მესიებს, ძალაინ მდიდარ და ძალიან კეთილ ბიძიებს, რომლებიც მოვლენ და მუთაქებით ფულებს ჩამოგვირიგებენ, ჩვენ ვიქნებით მხარ-თეძოზე წამოგორებულები და ისინი მოგვიგვარებენ აბსოლუტურად ყველაფერს. ეს ასე არ ხდება. არანაირი მესია არ არსებობს. გთავაზობთ გავაერთიანოთ ენერგია, ყველამ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ეს უზარმაზარი ძალა და ენერგია მივმართოთ არა ვიღაცის დამხობისკენ და რაღაცის დანგრევისკენ, არამედ ამ ქვეყნის წინსვლისკენ.

ჩვენი გუნდის წევრი ნებისმიერი შეიძლება გახდეს. ვიწყებთ სამოქალაქო მოძრაობის წევრების ძებნას და შეგროვებას მთელს საქართველოში.

მაინცდამაინც ცნობად სახეებს არ ვეძებთ, ვეძებთ კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებიც თავის საქმეში პროფესიონალები არიან და რომლებიც არიან უბრალოდ პატიოსანი ადამიანები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილმა მოძრაობის წევრები წარადგინა, რომელთა შორის „კავკასიის უნივერსიტეტის“ ჯანდაცვის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძეც არის.

სამოქალაქო მოძრაობაში განმარტავენ, რომ მათ ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდი აფინანსებს. ამ ეტაპზე სამოქალაქო მოძრაობის ოფისები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იქნება წარმოდგენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]