weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არასამთავრობოები ზურაბიშვილს მოუწოდებენ საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნია არ შეარჩიოს

16:36 პარასკევი, 07 დეკემბერი 2018
ფოტოზე დიმიტრი გაბუნია და სალომე ზურაბიშვილი ფოტოზე დიმიტრი გაბუნია და სალომე ზურაბიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე განხილვისას გაითვალისწინოს მისი შეხედულებები ქალთა საკითხების მიმართ.

წერილის ავტორები ზურაბიშვილს ახსენებენ, რომ დიმიტრი გაბუნია იცავდა „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (Cida) ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ზვიად დევდარიანს, რომელიც ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება „ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოაჩინა“. მათ სურთ შეახსენონ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ქალ პრეზიდენტს, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.

„2018 წლის 28 ნოემბერს საქართველომ რიგით მეხუთე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ქალთა მოძრაობა ულოცავს სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას და შეახსენებს, რომ მას, როგორც ქალ პრეზიდეტს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.

ამის გათვალისწინებით, ქალთა მოძრაობა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.

„რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“ - რამდენიმე თვის წინ ამ ფრაზით გამოემხაურა დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდრიანის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს და სწორედ ამ ფრაზით დაგვამახსოვრა თავი ჩვენ, ქალთა მოძრაობის წევრებს.

ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა. ამიტომაც ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნია განიხილება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.

ქალთა მოძრაობის წევრებსა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ #metoo-ს ეპოქაში, სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა.

ქალბატონო პრეზიდენტო, იმედი გვაქვს, რომ თქვენ, როგორც საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი, ჩვენს მიერ მითითებულ გარემოებას გაითვალისწინებთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მით უფრო, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში სწორედ სექსუალური შევიწროების კანონპროექტის განხილვას გეგმავს, ამასთან, დაგეგმილია სხვა არაერთი საკანონმდებლო რეფორმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისგან ქალები სწორედ ჩვენი უფლებების ადვოკატობას ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ქალთა და გოგონათა გაძლიერებისკენ მიმართულ ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებს ქალთა მიმართ ნებისმიერი ტიპის ძალადობის აღმოსაფხვრელად“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ „საქართველოს ქალთა მოძრაობა“ და არასამთავრობო ორგანიზაციები: საფარი; ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო; ქალთა ფონდი საქართველოში; ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის; ფონდი ტასო; ქალთა ასოციაცია „ვაკეთოთ ერთად“; ახალგაზრდა ფემინისტები; თანასწორობის მოძრაობა; „რეალური ხალხი, რეალური ხედვა“; სამოქალაქო აქრტივობისა და თანასწორობის ცენტრი; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); „თანაზიარი“; განათლებისა და შრომის ასოციაცია; სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე; განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი; Action Global Communications Georgia.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]