weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გამოვდივარ ინიციატივით, რომ თვითმმართველობის აკადემია დავაარსოთ – გაბუნია

16:13 შაბათი, 08 დეკემბერი 2018

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თვითმმართველობის აკადემიის დაარსების ინიციატივით გამოდის. ინიციატივის შესახებ მან „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ გენერალურ ფორუმზე განაცხადა.

„გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში დავაარსოთ თვითმმართველობის აკადემია, რაც არის ევროპული პრაქტიკა და რაც გვჭირდება დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში, რადგან ადამიანური რესურსების განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობა თავის თავში გულისხმობდეს ევროპულ სტანდარტებს და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ამ თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, რის მაგალითადაც „უტრეხტის ოქმის“ რატიფიკაცია დაასახელა. ზაზა გაბუნიას თქმით, დოკუმენტის რატიფიკაციის შემდეგ საქართველო შეუერთდება რიგით მეორე ევროპულ დოკუმენტს თვითმმართველობის საკითხებში.

„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ გენერალური ფორუმი საქართველოს პარლამენტში 7 დეკემბერს გაიმართა. ფორუმზე დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხები განიხილეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]