„ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი.
როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის.
წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში“, – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2018 წლის ივნისში დატოვა.
გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობის ხუთწლიანი ვადა რამდენიმე დღეში ამოიწურება. ამ თანამდებობაზე მას სალომე ზურაბიშვილი შეცვლის, რომლის ინაუგურაციაც 16 დეკემბერს გაიმართება.