weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სესხების განულებასთან დაკავშირებული ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ჩაირთვება

14:57 ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სესხების განულებასთან დაკავშირებული ინიციატივის ფარგლებში, სპეციალური ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება. ვებგვერდზე დღეს და ხვალ ატვირთულ ბაზებში წარმოდგენილი იქნებიან სამი ბანკის – „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკის“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რომელ ვებგვერდზე შეეძლებათ მოქალაქეებს შემოწმება, შეეხებათ თუ არა მათ სესხის განულების ინიციატივა.

„მუშაობა მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში. ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. ყოველ დღე ამ ბაზებს შესაბამის ინფორმაციას დავამატებთ. ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება „შავი სიიდან“. ჩვენი მოქალაქეებისა და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი ახალ წელს ამ ძალიან მტკივნეული პრობლემის გარეშე შეხვდება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია სიღარიბის დაძლევა. ბახტაძის თქმით, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ვალის ტვირთს მოქალაქეებს და საშუალებას მისცემს მათ, კვლავ ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში.

მთავრობის ინფორმაციით, სესხები თითქმის 600 000 ადამიანს გაუნულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]