weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

12:44 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, თელავში საპროტესტო აქციას გამართავს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას კომპრომისზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის დაწყება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

„როგორც ყოველთვის, ე.წ. ხელისუფლებამ უტიფრად და ქედმაღლურად სრული იგნორირება გაუკეთა ამ შეთავაზებას, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ის მოდიოდა არა მარტო გაერთიანებული ოპოზიციისგან, არამედ ჩვენი ამომჩევლებისგან, რომელთა რაოდენობა 800 000-ზე მეტია... რადგანაც ხელისუფლებამ ყურთ არ იღო საერთაშორისო ორგანიზაციების და დამკვირვებლების აზრი, ჩვენი კომპრომისული შეთავაზებები, ამიტომ 16 დეკემბერს, თელავში ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის ფარგლებში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძემ ხელისუფლებას მიმართა, არ შეცვალოს ინაუგურაციის ადგილი: „ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიგოს განრისხებული ამომრჩევლის ხმა. აქციები თბილისშიც გვექნება და სხვა ქალაქებშიც, მაგრამ ყველაზე მასშტაბული იქნება თელავში“.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება.

„ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რისთვისაც, მათი აზრით, საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. 2 დეკემბერს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად“ სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რისთვისაც ვადა 16 დეკემბრამდე მისცა. როგორც ვაშაძემ თქვა, სწორედ „ქართული ოცნების“ პასუხზე იქნებოდა დამოკიდებული გაერთიანებული ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]