weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პარლამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტი ლაჩრული და ვერაგულია – აბაშიშვილი

13:51 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს, ლაჩრულს, ვერაგულს, ცალსახად დისკრიმინაციულსა და ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, ეს არის მორიგი დარტყმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე.

„მე მინდა მათ ვურჩიო, რომ ამდენ უბადრუკ მცდელობას, ჯერ კიდევ ხომ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ადგნენ და მთლიანად გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ვთქვათ, რომ პრეზიდენტს ჩვენ აღარ ვირჩევთ და დაისვენებენ თვითონ, რადგან ძალიან ბევრს წვალობენ. 

მინდა პირდაპირ ვთქვა, ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება ამ პროფესიონალებთან მიმართებაში, რომლებიც აქ, ამ შენობაში არიან.

მაგრამ მესმის, მათ აი ამ მაღალი დონის პროფესიონალებთან, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან, პროფესიული საუბარი გაუჭირდებათ.

გადაწყვეტილება ცალსახად დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია, ამიტომ იღებენ ასეთ ლაჩრულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთი მარცვალიც რომ იყოს მასში სწორი, მაშინ, ეს გადაწყვეტილება თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე. ამ აბსურდის ე.წ. ავტორებს ვუთხრა, რომ კარგი იქნებოდა, პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის დამწყებ სტუდენტებთან ათწუთიანი კონსულტაცია მაინც გაევლოთ. ეს ახალგაზრდები მათ საკუთარ აბსურდში დაარწმუნებდნენ“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

6 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილისა და რატი იონათამიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად და მათზე აღარ გავრცელდება ის შრომითი გარანტიები, რომლებიც გათვალისწინებულია პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]