weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ირმა ინაშვილი ძალიან სწორად მოიქცა – ემზარ კვიციანი

14:48 ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018

საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტში გუშინ მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი თანაპარტიელი ირმა ინაშვილი სწორად მოიქცა.

კვიციანის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ეს დეპუტატებს შორის დაპირისპირების არც პირველი შემთხვევა იყო და არც ბოლო იქნება.

„ეს პარლამენტია და ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, როგორც გუშინ, მაგრამ ამ ყველაფრის ბრალია ის, რომ პარლამენტში სხედან „ნაციონალები“. ადამიანები, რომლებიც აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ხალხს. მათთან ერთად გვიწევს ჯდომა, ეს კოაბიტაციის ბრალია. ირმა ძალიან სწორად მოიქცა, არ აძლევდნენ განცხადების გაკეთების საშუალებას. არავის არავისთვის ხელი არ დაურტყამს, იყო ჯიკავი“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

მისივე თქმით, პარლამენტმა უნდა განიხილოს „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუაცია, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის გასამართლებას“ ითვალისწინებს.

„ჟურნალისტები და განსაკუთრებით, მოღალატე „რუსთავი 2“ აცოცხლებთ „ნაციონალების“ სექტას, რომელიც თავს მოგვახვიეს უცხოეთის სპეცსამსახურებმა. ერისა და ქვეყნის წინაშეა მოღალატე „რუსთავი 2“ და ნიკა გვარამია“, – აღნიშნა კვიციანმა.

საქართველოს პარლამენტში გუშინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]