weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არჩევნები ჩატარდა ცუდად, მაგრამ მეხუთე პრეზიდენტი ლეგიტიმურია – მარგველაშვილი

17:49 ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018

„ცოტა ხანში საქართველოს ეყოლება მეხუთე პრეზიდენტი და მე ქალბატონ სალომეს ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

დღეს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებთან შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები და ამ დარღვევებიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის საკითხი შეაფასა.

„ძალიან ნათელია, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად. არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, ამ დარღვევების მენიუში ჩვენ გვაქვს ყველა ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც თაობების განმავლობაში საქართველოში ხორციელდებოდა. ეს არის საქართველოში არჩევნების დარღვევების სრული კრებული.

მაგრამ ამავე დროს ფაქტია, რომ ასე ჩატარებული არჩევნების შედეგად, ჩვენ გვყავს 20% -ით უფრო მეტი ხმით არჩეული პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ფაქტიურად კითხვები არ ისმება.

თუმცა, კითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას ხვალ და ზეგ, როგორც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე იმის შესახებ, როგორი იქნება ზოგადად, საქართველოს როლი: ის პრიორიტეტი, რითიც ჩვენ ჩვენს დღის წესრიგს ვქმნიდით ევროკავშირში, ნატოში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან; ამ როლის მიმართ დაისვა სერიოზული კითხვის ნიშნები არა აბსტრაქტულად, არამედ რეგიონალურად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღესვე პრეზიდენტმა თქვა, რომ დაესწრება ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, რომელიც 16 დეკემბერს თელავში უნდა გაიმართოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]