weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ინაუგურაციას მოქმედი პრეზიდენტებიდან მხოლოდ არმენ სარქისიანი დაესწრება

16:56 პარასკევი, 14 დეკემბერი 2018

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მოქმედი პრეზიდენტებიდან მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი დაესწრება. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის ბრიფინგიდან გახდა.

თოთლაძის განცხადებით, ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას 55-მდე ქვეყნის 150 წარმომადგენელი მიიღებს. საქართველოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვევიან. სამინისტრო განმარტავს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა მეგობარ სახელმწიფოებთან.

დღვანდელი მონაცემებით ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება:

  • სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი;
  • საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი;
  • თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი;
  • აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი;
  • სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი;
  • ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი;
  • ლიეტუვას სეიმის სპიკერი;
  • პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი;
  • მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი;
  • თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი;
  • გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი;
  • ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • ისრაელის კნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
  • სუამის გენერალური მდივანი;
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • აშშ-დან USAID-ის წარმომადგენელი;
  • წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი.

„საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოში სტუმრობისთვის.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო თანამეგობრობაში და გამოხატავს მზაობას, რომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

ინაუგურაციის ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები, გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ისე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]