weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი პატიმრობაში დატოვა

10:28 შაბათი, 15 დეკემბერი 2018
ფოტოზე ლაშა გოგია ფოტოზე ლაშა გოგია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღებაში ბრალდებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

14 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ ლაშა გოგიასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა. მისი თქმით, გოგია უდანაშაულოა და საქმეში მტკიცებულებები არ მოიპოვება. დაცვის მხარემ სასამართლოს ალტერნატივის სახით 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებაც შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა პირველ ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით (21 500 აშშ დოლარი) ქრთამის აღებას ედავება. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს, მიზეზის განმარტების გარეშე დატოვეს. 13 სექტემბერს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც ტელეკომპანიის მტკიცებით, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია მერსა და მის მოადგილეს კორუფციაში ამხელს და გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

მერის თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, ლაშა გოგია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ დარჩა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაშიც იყო ჩართული. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ზურაბიშვილი ზუგდიდის ოლქში დამარცხდა. მან ხმების 33.9% აიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 49.1%. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გოგია არჩევნების წაგების გამო დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]