weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ნიკა მელია ინაუგურაციაზე დასწრებას ადასტურებს, იმედია პროვოკაციას არ მოაწყობს – ქაცარავა

11:56 კვირა, 16 დეკემბერი 2018

„ქართული ოცნების“ წევრის და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია არა რომელიმე პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, შესაბამისად, ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან მიწვეულნი.

ქაცარავას თქმით, ამ დროისთვის ცერემონიაზე დასწრებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ადასტურებს.

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აცნობიერებს დღევანდელი დღის მნიშვნელობას და დღეს დააანონსეს საპროტესტო აქცია, მათ შორის ქალაქ თელავშიც.

ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და განსხვავებული აზრის და პროტესტის საჯაროდ გამოხატვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამ შემთხვევაშიც მათი ეს უფლება დაცული იქნება თუმცა, არა სხვების უფლების შეზღუდვის ან კანონის დარღვევის ხარჯზე. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ნიკა მელია „ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს მაინც მოახერხებს გადაუხვიოს მისთვის ჩვეულ წესს, არ მოაწყოს პროვოკაცია და საჭირო არ გახდეს სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა“.

„ეს ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები კანონის სრული დაცვით ყველაფერს გააკეთებენ, რომ დღევანდელმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს“, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

გაერთიანებული ოპოზიცია დღეს თელავში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციები და მსვლელობები მოეწყობა თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმშიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]