ვაშაძე გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში იმყოფება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს თელავისკენ გზა გადაუკეტა.
„ეს ლაწირაკი [საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე] რაღაც უსაფრთხოების ზომაზე. ჯერ ერთი, ვის იცავენ, რას იცავენ? საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ თელავს? გამაგებინეთ, რა. სად ვცხოვრობთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? საფრანგეთში, პარიზში ძალიან არ მოსწონთ ყვითელი ჟილეტების დემონსტრაციები, მაგრამ თავში არავის მოსვლია ქუჩების გადაკეტვა და ტრასების გადაკეტვა, როცა ხალხი პარიზში მიდის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.