weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო

15:39 კვირა, 16 დეკემბერი 2018

თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, კონსტიტუციაზე ფიცი დადო:

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.

ფიცის დადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა და ქვემეხებიდან ერთობილი საზეიმო გასროლა განხორციელდა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ჯარს მიესალმა.

ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]