„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, ის იქნება ყველა ქართველის პრეზიდენტი. ეს იყო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სიმბოლო ამ ინაუგურაციისთვის. ეს მოხდა თელავში, სადაც არ მიიღო უმრავლესობა. ეს იყო ძალიან ძლიერი სიმბოლო ამ ქვეყნის გაერთიანებაზე. მე ვარ დარწმუნებული, რომ რაც წლები გავა, იქნება კიდევ უფრო ძლიერი პრეზიდენტი და არა მარტო ოჯახის სიამაყე, არა მხოლოდ მხარდამჭერების სიამაყე, არამედ მთელი საქართველოს და მისი ისტორიის სიამაყე“, – განაცხადა გორჯესტანმა.
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დღეს თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადო.