weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სალომე ზურაბიშვილი იქნება არა მარტო ოჯახის, არამედ ქვეყნის სიამაყე – თეიმურაზ გორჯესტანი

18:16 კვირა, 16 დეკემბერი 2018

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შვილის, თეიმურაზ გორჯესტანის განცხადებით, რაც წლები გავა, მით უფრო ძლიერი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი. მისივე თქმით, ინაუგურაციის თელავში გამართვა სიმბოლური იყო, რადგან სწორედ აქ ვერ მიიღო ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, ის იქნება ყველა ქართველის პრეზიდენტი. ეს იყო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სიმბოლო ამ ინაუგურაციისთვის. ეს მოხდა თელავში, სადაც არ მიიღო უმრავლესობა. ეს იყო ძალიან ძლიერი სიმბოლო ამ ქვეყნის გაერთიანებაზე. მე ვარ დარწმუნებული, რომ რაც წლები გავა, იქნება კიდევ უფრო ძლიერი პრეზიდენტი და არა მარტო ოჯახის სიამაყე, არა მხოლოდ მხარდამჭერების სიამაყე, არამედ მთელი საქართველოს და მისი ისტორიის სიამაყე“, – განაცხადა გორჯესტანმა.

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დღეს თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]