weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ – როს უილსონი

14:12 ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018
ფოტოზე როს უილსონი ფოტოზე როს უილსონი

ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ და რასაც ეს კადრები ეუბნებოდა ქართველ ხალხს და საქართველოს მეგობრებს მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როს უილსონის განცხადების თარგმანს „რუსთავი 2“ ავრცელებს:

„აშშ-სთვის სასიამოვნო და საპატიო იყო ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა. ჩვენ მივულოცეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ინაუგურაცია და რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, აშშ, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი შეკრების უფლებას. მხარს ვუჭერთ, რომ ამ უფლებით მშვიდობიანი გზით ისარგებლონ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ და რასაც ეს კადრები ეუბნებოდა ქართველ ხალხს და საქართველოს მეგობრებს მთელ მსოფლიოში.

მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. საქართველო ახლა წინ უნდა წავიდეს. მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ქვეყანა და მისი მომავალი“.

16 დეკემბერს, საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით თელავისკენ მიმავალ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან გზა ავტობუსებით ჩაუხერგა, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ინციდენტის დროს დაშავდნენ როგორც ოპოზიციის მხარდამჭერები, ისე სამართალდამცავები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცავები დაპირისპირების ამსახველ ვიდეოებს სწავლობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]