„მათ იმის რესურსი და მოსახლეობისგან მხარდაჭერა, რომ ქუჩებში აქციები მოაწყონ, არ აქვთ. ეს მათმა ბევრმა აქციამ დაადასტურა. ეს დაადასტურა ასევე ინაუგურაციაზე გუშინ მათმა ქმედებამ. ის აქციები, გინდა, პერმანენტული იყოს, გინდა - დროებითი, გინდა იყოს ერთჯერადი, გინდა იყოს საათში ერთხელ ჩატარებული, დანამდვილებით ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის არ არის აქტუალური“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ხვალიდან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აქციები არცერთი დღე არ შეწყდება.
ვაშაძემ ოპოზიციის მოთხოვნებიც დაასახელა, რომელთა შორის უმოკლეს ვადებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაც არის.