weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოსახლეობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები აქტუალური არ არის – კობერიძე

15:51 ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018

პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან კობერიძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა. კობერიძის თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მხარდაჭერა იმისთვის, რომ აქციები გამართოს.

„მათ იმის რესურსი და მოსახლეობისგან მხარდაჭერა, რომ ქუჩებში აქციები მოაწყონ, არ აქვთ. ეს  მათმა ბევრმა აქციამ დაადასტურა. ეს დაადასტურა ასევე ინაუგურაციაზე გუშინ მათმა ქმედებამ. ის აქციები, გინდა, პერმანენტული იყოს, გინდა - დროებითი, გინდა იყოს ერთჯერადი, გინდა იყოს საათში ერთხელ ჩატარებული, დანამდვილებით ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის არ არის აქტუალური“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ხვალიდან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აქციები არცერთი დღე არ შეწყდება.

ვაშაძემ ოპოზიციის მოთხოვნებიც დაასახელა, რომელთა შორის უმოკლეს ვადებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაც არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]