weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

17:28 ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე სამართალდამცავებმა დააკავეს. ის კახეთის პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.

„საქართველოში მყარდება დიქტატურა. რუსული დიქტატურა. იბრძოლეთ ბოლომდე. ეს არის სახედაკარგული პოლიცია, შეშინებული“, – თქვა კირკიტაძემ დაკავებისას.

დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით არის დაკავებული. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

დავით კირკიტაძის დაკავება სავარაუდოდ უკავშირდება გუშინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მომხდარ ინციდენტს, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს პოლიციამ გზა ჩაუხერგა და თელავისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცა. გზის გადაკეტვას ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს განაცხადა, რომ გამოიკვეთა იმ პირთა წრე, რომელებიც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უნდა გამოიკითხონ.

„რაც შეეხება დავით კირკიტაძეს, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ვინმემ ნახა გუშინ ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა, პოლიციაზე თავდასხმას და ნივთების დაზიანებას ჰქონდა ადგილი. პოლიციას ბატონი კირკიტაძის მიმართ ინტერესი რომ აქვს კანონის ფარგლებში, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. ყველა ის ადამიანი, მათ შორის, ეს იქნება პოლიტიკური ლიდერი, მხარდამჭერი ამ პოლიტიკური პარტიის და ყველა ის ადამიანი, ვინც გუშინ რაიმე ფორმით კანონს არღვევდა, დაბარებული იქნებიან პოლიციაში“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]