weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაკავებულმა დავით კირკიტაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

10:51 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე, რომელიც გუშინ სამართალდამცავებმა პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების ბრალდებით დააკავეს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც მისმა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, დაკავებულმა შიმშილობა დაიწყო.

„დავით კირკიტაძეს მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი ინსტრუმენტი გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ როდესაც ადამიანი ახორციელებს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას - ეს არის გამოხატვის, გადაადგილების უფლება - ამ დროს საუბარი პოლიციის მუშაკებზე თავდასხმაზე მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, შეუთავსებელია კანონის მოთხოვნასთან“, – განაცხადა ადვოკატმა.

დავით კირკიტაძე სამართალდამცავებმა 17 დეკემბერს, საგარეჯოში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს და თელავის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. პროკურატურა მას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, კირკიტაძე 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული.

ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო მოქმედება, მიმდინარეობს ვიდეო-მასალის შესწავლა და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]