weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს

14:38 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს. სამადაშვილის თქმით, კომიტეტი არ ასრულებს საკუთარ ფუნქციებს, დეპუტატებს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ ეძლევათ, შესაბამისად, ის კომიტეტში დარჩენის საფუძველს ვერ ხედავს.

დეპუტატმა კომიტეტის დატოვების თაობაზე განცხადებით ბიუროს უკვე მიმართა. სალომე სამადაშვილი ითხოვს, საქმიანობა ადამიანის უფლებათა კომიტეტში გააგრძელოს.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის წევრებსა და კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, კახეთში მომხდარ დაპირისპირებასა და დავით კირკიტაძის დაკავებაზე საუბარი სცადა, რისი უფლებაც ეკა ბესელიამ არ მისცა. ბესელიას თქმით, კახიძის მიერ დაყენებული საკითხი დღის წესრიგით არ ყოფილა გათვალისწინებული და ოპოზიცია პროცედურას არღვევდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]