weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სიტუაცია ან წავა რადიკალიზაციისკენ, ან წავა დიალოგისკენ – გიგი უგულავა

11:01 ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018

„სიტუაცია არის შემდეგნაირად - ან წავა რადიკალიზაციისკენ, ან წავა დიალოგისკენ. დიალოგის ფორმა და შინაარსი არის ერთადერთი: პროპორციული არჩევნები და ხელისუფლება უნდა განსაზღვროს ხალხმა და არა ივანიშვილმა. ეს დღე ამიტომ არის მნიშვნელოვანი, არამარტო კონკრეტულად დავით კირკიტაძის ბედის გამო“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია დაკავებული კირკიტაძის მხარდამჭერ აქციას მართავს.

გიგი უგულავას თქმით, კირკიტაძის ბედი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს დღე შეიძლება გახდეს წყალგამყოფი ხელისუფლებასა და 900 ათას მოქალაქეს შორის.

„ბავშვი არავინაა და ყველა ხვდება, რომ გადაწყვეტილება სასამართლოში არ მიიღება, გადაწყვეტილება მიღებულია. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება წამოვიდეს დიალოგზე გაიგონოს 900 ათასი ადამიანის ხმა და სიტუაციის დეესკალაციიდან და კრიზისიდან გამოვიდეთ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თქვენი ხმა არაფერია, თქვენ უნდა დაგქსაქსოთ, თქვენ უნდა დაგიჭიროთ. ივანიშვილი გვეუბნება, რომ თქვენ ხართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები. აქ მხოლოდ დათოში არ არის საქმე, ან ჩვენ, 800-900 ათასი მოქალაქე ვიქნებით სრულფასოვანი მოქალაქე და არავინ მოითმენს, ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ ჩვენ ვართ მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები და როგორც გინდა ისე მოარგებ კანონს“, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, სამართლებრივი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის ველისციხეში მომხდარ ინციდენტზე, სადაც თელავში საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით მიმავალ გაერთიანებული ოპოზიციის კოლონას შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზა გადაუკეტა.

„პოლიცია მოქმედებდა უკანონოდ, მიღებული ჰქონდა უკანონო დავალება. ესეც უნდა გასაჩივრდეს. სამართლებრივი ბრძოლა უნდა იყოს და ყველა ბერკეტი საერთაშორისო თუ ადგილობრივი, საპროტესტო უნდა იყოს გამოყენებული, რომ გაიგოს ხელისუფლებამ - აქ არავინ არ არის მეორეხარისხოვანი მოქალაქე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გურჯაანის რაიონული სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კირკიტაძე ველისციხეში აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავეა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]