weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მოსამართლეს სთხოვა კირკიტაძეს პატიმრობა არ შეუფარდოს

12:22 ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018

„ქართული ოცნებიდან დმანისისა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა მოსამართლეს სთხოვა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდოს.

„მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირტიკაძის საქმეს, რომელიც ამ წუთებშიც გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. უდავოა, რომ მისი ქმედებები პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სამართლებრივად უნდა შეფასდეს. მან პასუხი უნდა აგოს თითოეულ იმ მოქმედებაზე, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა.

ამასთანავე, ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი შემთხვევები - სახელმწიფო მოხელეებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები და სხვა გადაცდომები, რომელთა გამოც სასამართლომ ამ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა არა პატიმრობა, არამედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება.

სწორედ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებიდან გამომდინარე, რათა არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს, დავით კირკიტაძის მიმართაც შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.

ამიტომ ვთხოვ დავით კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, მას შეუფარდოს არასაპატიმრო სასჯელის რომელიმე ფორმა - გირაო, ან შინაპატიმრობა, თუ ეს შესაძლებელია“, - ნათქვამია კახა ოქრიაშვილის განაცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წევრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა განიხილა. მოსამართლემ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

სამართალდამცავებმა დავით კირკიტაძე ველისციხეში აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავდასხმას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]