weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ფრთოსან რაკეტებს ვაკეთებდით ჩვენი ხელისუფლების ბოლოსკენ – სააკაშვილი

13:03 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

„ფრთოსან რაკეტებს ვაკეთებდით ჩვენი ხელისუფლების ბოლოსკენ. ასეთი ტექნოლოგია აქვთ მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook Live-ის დროს.

„მე ახლა მიკეთია საათი, რომელიც ზვიად ციკოლიას გაკეთებულია. სხვათა შორის, უკრაინელების შეკვეთით გააკეთა, ძალიან მაგარი საათია. ზვიად ციკოლია ჩვენ დროს აკეთებდა... თავის დროზე, წავართვით ჩვენ ერთ-ერთ ცნობილ იტალიელ დიზაინერს, „ლამბორჯინის“ მანქანების დიზაინებს აკეთებდა იტალიაში, ჩამოვიყვანეთ, აქ დიზაინის ინსტიტუტის გახსნაც გვინდოდა. ზვიადმა გააკეთა „ლაზიკა“, „დიდგორის“ დიზაინი, ზვიადი აწყობდა თვითმფრინავს „დელტაში“. დღეს აღარავინ აწყობს თვითმფრინავებს. ფრთოსან რაკეტებს ვაკეთებდით ჩვენი ხელისუფლების ბოლოსკენ. ასეთი ტექნოლოგია აქვთ მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს. საქართველო აკეთებდა. ახლა ზვიად ციკოლია აკეთებს საათებს უკრაინისთვის, რადგან თავი რამით ხომ უნდა ირჩინოს.

დამთავრდა „დელტა“, რაკეტები, თვითმფრინავები, „ბეტეერები“, „ბეემპეები“. დამთავრდა ჩვენი შესაძლებლობა მილიარდი დოლარის პროდუქცია გაეყიდა საქართველოს მარტო მაღალტექნოლოგიურ სამხედრო სფეროში.

საუკეთესო ხალხი კაცმა არ იცის რითია დაკავებული, როცა ივანიშვილი გვპირდება მარიხუანას და 500%-იან მოგებას მარიხუანადან. ჩვენ შეიძლება გვქონოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური წარმოება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]