weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

პარლამენტში კამერების წინ პოლიტიკური ცეკვებისთვის არ ვიმყოფებით – გახარია

15:48 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

„ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

შს მინისტრი დეპუტატების წინაშე 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარსდგა, რის შემდეგაც პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

„ეს გამოსვლა დამატებითი დეტალებით არ დავტვირთე, რამეთუ მესმის, რომ დღეს, მიუხედავად ბევრი დისკუსიებისა ფორმატზე, უფრო მნიშვნელოვანია ის აქტუალური საკითხები, რომლებზეც შესაძლებელია პარლამენტარებს სურდეთ საუბარი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მართლა მზად ვართ მწვავე კითხვებისთვის და მწვავე დისკუსიებისთვის და არცერთ შემთხვევაში არ მოგვიძებნია და არ ვეძებთ კომფორტულ პირობებს. ასევე ვიტოვებთ ჩვენი მხრიდან მწვავე კითხვების დასმის უფლებას. თუმცა, ისიც კარგად გვესმის, რომ დღეს, ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა არის ჩვენი ვალდებულება და თმენის ვალდებულებაც არის ჩვენი ვალდებულება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და იმედი გამოვთქვა, რომ გვექნება საშუალება შინაარსობრივად ვიმსჯელოთ, თუნდაც მწვავედ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვიცეკვოთ პოლიტიკური ცეკვები კამერების წინ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, სადაც გიორგი გახარია გამოდის, ასევე ესწრებიან 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე. სარალიძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას შეკითხვები როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის წევრებმა დაუსვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]