weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც დაიმსახურებს – გახარია

17:56 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

„დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და კიდევ სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გახარიამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, კახეთში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გახარიამ თქვა, რომ პასუხისმგებლობა იღებს იმაზე, რაც 16 დეკემბერს მოხდა.

„უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - რა სტატუსის მატარებელი არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, როგორც კი სახელმწიფოს წარმომადგენელზე, პოლიციელზე ხდება ფიზიკური ძალადობა, ამას ექნება ადეკვატური პასუხი, ყოველთვის. არ მაინტერესებს რა იყო ადრე, ერთი, ორი, ხუთი და ათი წლის წინ. ესე იქნება.

ამის შემდგომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ სადმე, რომელიმე კადრში აღმოჩნდა კიდევ ერთი ფაქტი ან დამატებითი ფაქტი პოლიციელზე ფიზიკური ზემოქმედების, ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა ბატონი კირკიტაძის შემთხვევაში და აქ სხვა აზრი არ შეიძლება არსებობდეს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალა, ან რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, იმ შემთხვევაში როდესაც პოლიციელზე, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა, შედეგი იქნება იგივე, გარწმუნებთ, რომ შედეგი იქნება, კიდევ უფრო მკაცრი, ამის გარანტიას გაძლევთ მე“, – განაცხადა გახარიამ.

გუშინ, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სოფელ ველისციხეში აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის არის დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]