weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე „თავისუფალ დემოკრატებს“ შეუერთდა

11:19 ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე „თავისუფალ დემოკრატებში“ გაწევრიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„თავისუფალ დემოკრატების“ განცხადებით, მათ ალექსანდრე ბარამიძესთან სრული ღირებულებითი თავსებადობა და ბიოგრაფიული მსგავსება აკავშირებთ.

„სანდრო ბარამიძე გახლავთ უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი, დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სიღრმისეულად მცოდნე და ჭეშმარიტი დამცველი.

ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელი გახდა წინა ხელისუფლების ძალმომრეობა საკუთარ მოქალაქეებზე და „თავისუფალმა დემოკრატებმა“, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, ხოლო ალექსანდრე ბარამიძემ, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტმა და პრინციპულმა პიროვნებამ, კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში გაერთიანებულებმა, ჩვენი წვლილი შევიტანეთ სამართლის გზას აცდენილი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაში.

მაგრამ, როდესაც ნათელი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც გადაუხვია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზას, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შედარებით ადრე, ხოლო სანდრო ბარამიძემ ცოტა მოგვიანებით, უარი ვთქვით ხელისუფლებაში ყოფნაზე და არადემოკრატიული ხელისუფლების ოპონირებით გადავწყვიტეთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის სამსახურში დარჩენა.

„თავისუფალი დემოკრატები“ მივესალმებით ალექსანდრე ბარამიძის ჩვენს გუნდში შემოერთებას და გვჯერა, რომ მასთან ერთად კიდევ უფრო ეფექტიანად გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის, ჩვენი სახელმწიფოს დაცულობის, მისი მოქალაქეების სიმშვიდისა და კეთილდღეობისათვის“, – აცხადებენ პარტიაში.

ალექსანდრე ბარამიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2012 წელს დაინიშნა, 2013 წლიდან კი ის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ბარამიძემ თანამდებობა 2018 წლის ივნისში დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]