weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ჩვილთან ერთად მივიდა

13:03 ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018
ფოტო: 1tv.ge ფოტო: 1tv.ge

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე 2 თვის შვილთან ერთად მივიდა. ჯანეზაშვილის თქმით, არ სურს, რომ 25 წლის შემდეგ მისი შვილის თაობა იმავე სასამართლო სისტემას ებრძოლოს.

„ჩემი შვილი ორი თვისაა და როცა ის გაიზრდება, სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ისევ ჩინჩალაძის კლანის ხელში იქნება.

ვიცით, რომ გვირიტიშვილები, ნადარაიები არიან დანიშნული 65 წლის ასაკამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩემი შვილი გაიზრდება და გახდება 25 წლის, ისევ ამ კლანის ხელში იქნება სასამართლო სისტემა. 

რომ წარმოიდგინოთ 90-იან წლებში რამდენად კორუმპირებული იყო სასამართლო სისტემა და დღეს რომ იგივე ხალხი მართავდეს, ნათლად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მოხდება 25 წლის შემდეგ. ამიტომ მოვედი დღეს ჩემს შვილთან ერთად. დღეს დღის წესრიგში არის საკითხი, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევას ეხება. უზენაესი სასამართლო ჩვენი მოქალაქეების უკანასკნელი იმედია. მივიღებთ იმას, რომ ისიც ჩინჩალაძის კლანის ხელში აღმოჩნდება“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა და საბჭოს მოუწოდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურები დღეს არ დაასახელოს.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოს სხდომის დღის წესრიგი საიტზე გვიან აიტვირთა და მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს ინიციატორი აღნიშნული საკითხის სხდომაზე გატანისას.

„საკითხი არის დღის წესრიგში შეტანილი, ეს იკითხება იმგვარად, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები როგორც ჩანს, აპირებენ, დაასახელონ კანდიდატურა. მიმაჩნია, რომ აუცილებელია სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული. მოვუწოდებ, არ დაასახელონ კანდიდატურები დღეს, რადგან არ შეიძლება, მომავალი მოვუსპოთ ადამიანებს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენაზე იმსჯელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]