weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

14:42 ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, ხუთი წლის ვადით, კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. მას ხმა ცესკოს რვა წევრმა მისცა. ჟვანიას გარდა, პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად წარდგენილნი იყვნენ მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია და „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე.

კენჭისყრაში ცესკოს 12-დან ცხრა წევრი მონაწილეობდა. როგორც თამარ ჟვანიამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, კანდიდატები არათანაბარ მდგომარეობაში რომ არ ყოფილიყვნენ, სხდომის წაყვანასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემაც, რომელმაც ხმის მიცემის პროცესს ფარსი უწოდა.

„ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ უნდა გახდეს ცესკოს თავმჯდომარე. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა, არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან. როდესაც ხელისუფლება აყალბებდა არჩევნებს, ცესკოს არათუ რეაგირება მოუხდენია, არამედ, პირიქით, გაყალბების პროცესში იყო ჩართული და შესაბამისად, ამ ადმინისტრაციის მიერ ხელშეწყობილმა პრეზიდენტმა დაუბრუნა ხარკი ასევე თავმჯდომარეს და წარმოადგინა უკან“, – განაცხადა დავით კირთაძემ კომისიის სხდომის დაწყებამდე.

პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დავით გურგენიძემ. მისი აზრითაც, კენჭისყრას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

თამარ ჟვანია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]